გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

0
52

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებული მამაკაცი შტარნბერგიდანაა, რომელიც მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ გერმანია, საფრანგეთის შემდეგ, მეორე ევროპული ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

სხვა ქვეყნები, სადაც ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა, არის იაპონია, ტაივანი, ნეპალი, ტაილანდი, ვიეტნამი, სინგაპური, ავსტრალია, აშშ და საფრანგეთი.

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი – 4 515-ია.