14.4 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

ადვოკატი – ვფიქრობ, უზენაესმა სასამართლომ თავიდან აიცილა საზოგადოებაში ვნებათაღელვა და ბარბაქაძის ნაწილში პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

- Advertisement -
- Advertisement -

იმის გამო, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის ეპიზოდზე დამნაშავედ სცნეს, ვფიქრობ, უზენაესმა სასამართლომ თავიდან აიცილა საზოგადოებაში ვნებათაღელვა და ძალაში დატოვა გუგა ბარბაქაძის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩინჩალაძე განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე იმის გამო, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, უზენაესმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ვერ გაბედა.

„უზენაესმა სასამართლომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბარბაქაძეს დავით სარალიძესთან და ფარდულში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება დადუნაშვილის ეპიზოდს, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების მწვერვალი, მაინც ვერ დავეთანხმებით ლევან დადუნაშვილთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

იმის გამო, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის ეპიზოდზე დამნაშავედ სცნეს, ვფიქრობ, უზენაესმა სასამართლომ თავიდან აიცილა საზოგადოებაში ვნებათაღელვა და ძალაში დატოვა გუგა ბარბაქაძის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლო განხილვების დროს მოსამართლეებს კრიტიკული კითხვები ჰქონდათ როგორც ჩემთან, ასევე ბრალდების მხარესთან უფრო მეტად, ვინაიდან ბრალდების მხარემ არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა აღნიშნულ კითხვებს. სამართლიანი მოლოდინი მქონდა, რომ სასამართლო გუგა ბარბაქაძეს ბრალდებას შეუცვლიდა, თუმცა, იმასაც ვფიქრობდი, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ბრალდებაში სასამართლო ვერ გაბედავდა გუგა ბარბაქაძის გამართლებას. თუმცა, ჩვენ გამართლებას არ ვითხოვდით, ჩვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვდით 117-ზე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამისათვის საქმეში უამრავი მტკიცებულებაა, რომ გუგა ბარბაქაძეს ლევან დადუნაშვილისათვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

გაგრძელდება თუ არა აღნიშნული დავა საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც ჩინჩალაძე აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მსჯავრდებულთან და ოჯახთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ადვოკატი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/582843-advokati-vpikrob-uzenaesma-sasamartlom-tavidan-aicila-sazogadoebashi-vnebatagelva-da-barbakazis-nacilshi-pirveli-da-meore-instanciis-gadacqvetileba-zalashi-datova/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here