11.2 C
London
შაბათი, მაისი 30, 2020

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დღეს დაიკითხა ილია ჯიშკარიანის ბიუროს უფროსი, რომელმაც „თამთა თოდაძის ხასიათსა და მის კონფლიქტურობას” გაუსვა ხაზი

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დღეს დაიკითხა ბიუროს უფროსი, რომელმაც „თამთა თოდაძის ხასიათსა და მის კონფლიქტურობას” გაუსვა ხაზი.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუროში თოდაძეს კონტრაქტი მისივე თხოვნით გაუგრძელეს.

„დაიკითხა ილია ჯიშკარიანის ბიუროში დასაქმებული პირი, კერძოდ ბიუროს უფროსი, რომელიც გამოკითხული იყო ბრალდების მხარის მიერ წინასწარი გამოძიების დროს. მან დაადასტურა ის გარემოებები, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებს. დაადასტურა ის ჩვენება, რაც მას წინასწარი გამოძიების დროს ჰქონდა მიცემული და ასევე ხაზი გაუსვა თამთა თოდაძის ხასიათს, მის კონფლიქტურობას, რომ წარსულში ყოველთვის თანამშრომლებთან ჰქონდა აფექტური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებები, თუმცა სწორედ მისი თხოვნით გაუგრძელდა მას კონტრაქტი, ვინაიდან მას იგი ეცოდებოდა. თუ რატომ ეცოდებოდა, ამას მედიაში ვერ გავაჟღერებ, ეს გახლავთ მისი პერსონალური მონაცემები და შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს ჯიშკარიანთან 30-წლიანი მეგობრობა აკავშირების, შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება სანდოდ ვერ ჩაითვლება.

„დღეს დაიკითხა ბიუროს ხელმძღვანელი მოწმის სახით, რომელმაც თავადვე აღნიშნა, რომ მას აქვს 30-წლიანი მეგობრობა ილია ჯიშკარიანთან და მის ოჯახთან, ასევე, მის ცოლთან, შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ჩემთვის ნაკლებად სანდოა, ვინაიდან იგი არის ახლო ურთიერთობაში ილია ჯიშკარიანთან და მის ოჯახთან და ასევე, მისი სამსახურის ბედი არის დამოკიდებული ილია ჯიშკარიანის გამართლებაზე. იმ შემთხვევაში თუ მაჟორიტარის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მისი უფლებამოსილება წყდება, შესაბამისად, ბიუროც აჩერებს მუშაობას. აბსოლუტურად ბმაში არის ამ ქალბატონის სამსახური, ილია ჯიშკარიანის გამართლებასთან. შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ჩემთვის არ არის სანდო და არც საზოგადოებისთვის უნდა იყოს სანდო. ვფიქრობ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ამ ფაქტობრივ გარემოებას, იმას, რომ პირველ რიგში, ოჯახური ახლომეგობრული დამოკიდებულება აქვს ამ ქალბატონს ჯიშკარიანთან და ასევე, მისი სამსახურის მომავალიც დამოკიდებულია ჯიშკარიანის თავისუფლებაზე”, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 5 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/583150-mariam-kublashvilis-gancxadebit-dges-daikitxa-ilia-jishkarianis-biuros-uprosi-romelmac-tamta-todazis-xasiatsa-da-mis-konplikturobas-gausva-xazi/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here