21.9 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ლევან ხაბეიშვილი – ჩემი წინასწარმეტყველება ახდა, გამომიყვანეს დამნაშავე – ზარქუა წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა დამჟეჟაო

- Advertisement -
- Advertisement -

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ის კაცი, ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, თავში წავადებ ხაბეიშვილსო და დღეს რომ ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო,- ამის შესახებ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სასამართლო გამოიტანს, ისეთივე შეკვეთილი იქნება, როგორც “მასზე თავდასხმა”.

“მძიმე კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ეს გამოვლინდება “ქართული ოცნების”, კალაძის და ივანიშვილის პანიკით, სხვა არაფერია თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ. ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში როგორ ჯგუფურად, ორგანიზებულად ლაჩრულად, მოპარვით დამესხნენ თავს და საბოლოო ჯამში, ჩემი შაბათ დღის წინასწარმეტყველება ახდა, აქედან გამომიყვანეს დამნაშავე. მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ის კაცი, კაცი რომ ჰქვია და ზარქუა რომ არის გვარად და ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, თავში წავადებ ხაბეიშვილსო, წავუთაქებო და დღეს რომ ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო. ამის შემდეგ ამ ყველაფრის შემოქმედი ხალხი ხელისუფლებაში რომ არის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თორემ ახლა სასამართლო რომ ჰქვია და ბიძინა ივანიშვილის მოურავები, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ესეც ხომ წინასწარ არის ცნობილი, ხომ კარგად იცით, რომ ახლა 3 ათასლარიანი იქნება, 8 ათას ლარიანი იქნება, თუ რა გირაოც არ უნდა შემიფარდონ, ეს იქნება დაკვეთილი, ისევე, როგორც იყო შეკვეთილი ეს თავდასხმა. მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილსაც, კალაძესაც, ძალოვან მინისტრებსაც – უკაცრავად, არ დარჩა საქართველოში არც ერთი მინისტრი, რომელიც არ ვამხილე კორუფციაში, დაწყებული გომელაურით, დამთავრებული ფარცხალაძის კანტორა პროკურატურით. ვიბრძოლებ ბოლომდე კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ამათმა მაქსიმალურად ნაკლები შეჭამონ იმ დრომდე, რა დროც აქვთ და დრო ძალიან ცოტაა, რადგან ათვლა დაწყებულია, კალაძე ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” კრიმინალური ბანდის”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რაზეც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/583420-levan-xabeishvili-chemi-cinascarmetqveleba-axda-gamomiqvanes-damnashave-zarkua-ckmutun-ckmutunit-dadioda-gverdebi-mtkioda-grimit-davipare-saxe-torem-xabeishvilma-damzhezhao/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here