11.5 C
London
პარასკევი, ივნისი 5, 2020

ევროსასამართლომ საქმეზე – „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ”, სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა

- Advertisement -
- Advertisement -

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ” სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა. ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი).

საქმე ეხება 2003 წლის ნოემბერში თბილისში, ე.წ. ვარდების რევოლუციის მოვლენების დროს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ფონზე მომხდარ ავტოავარიას. ავტომანქანას, რომელშიც პირადად მომჩივანიც იმყოფებოდა, დაეჯახა ჯავშანმანქანა. შედეგად, გარდაიცვალნენ მარიამ საყვარელიძის ვაჟი და და. დაზიანებები მიიღო თავად მარიამ საყვარელიძემაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანმანქანას სავარაუდოდ, სამართალდამცავი ან სამხედრო პირი მართავდა.

სამართალდამცავი უწყებები წლების განმავლობაში იძიებდნენ საქმეს. ის რამდენჯერმე დაიხურა და განახლდა კიდეც. 2010 წელს კი პროკურატურამ მარიამ საყვარელიძეს აცნობა, რომ საგამოძიებო ქმედებებით შეუძლებელი იყო იმის დანამდვილებით დადგენა, რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში. პროკურატურამ საქმე საბოლოოდ 2017 წლის მარტში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყვიტა.

მოქალაქე მარიამ საყვარელიძემ ევროსასამართლოს 2010 წელს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დახმარებით მიმართა მიმართა.

ორგანიზაციის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საქმე წინა ხელისუფლების დროს შეგნებულად იბლოკებოდა, რათა საზოგადოებაში გაჩენილიყო განცდა, თითქოს „ვარდების რევოლუცია“ მშვიდობიანი და უსისხლო მოვლენა იყო.

„ათი წელი დაგვჭირდა სიმართლის დასადგენად. ამ საქმის გაჭიანურება იმიტომ მოხდა წინა ხელისუფლების დროს, რომ ყველას ჰგონებოდა, თითქოს „ვარდების რევოლუცია“ იყო უსისხლო და მშვიდობიანი. მაშინ როდესაც ყველაფერი ხელის გულზე იდო, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, დამნაშვეები, რომლთა იდენტიფიცირებაც მოხდა. გამოვლენილი იყო ჯავშანტექნიკის მძღოლი, რომელიც დაეჯახა ავტომანქანას. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასაგები იყო, რომ საქმეს შეგნებულად ბლოკავდენ, მაგრამ უცნაური ის არის, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ საერთოდ დააბრუნა სამინისტროში ეს პირი. ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში ეს ადამიანი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. „ქართულმა ოცნებამ“ კი იგი კვლავ დააბრუნა უკან“, – განუცხადა ambebi.ge-ს უფლებადამცველმა.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/584251-evrosasamartlom-sakmeze-saqvarelize-sakartvelos-cinaagmdeg-saxelmcipos-mosarchelis-sasargeblod-25-000-evros-gadaxda-daakisra/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here