18.7 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

პროკურორის ინფორმაციით, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გარდა 3 მოწმის ჩვენებისა, სხვა მოწმეთა ჩვენებებიც აქვთ, რომლებიც საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ

- Advertisement -
- Advertisement -

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გარდა 3 მოწმის ჩვენებისა, სხვა მოწმეთა ჩვენებებიც აქვთ, რომლებიც საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ.

როგორც ბესიკ ქვარცხავა განმარტავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში იმ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს.

„დასკვნით სიტყვაში მიმოვიხილეთ ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლო პროცესების მსვლელობისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული. ეს ეხება მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, ჩვენს მიერ მიმოხილული იქნა დაახლოებით, 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე ათეულობით ნივთიერი და ასეულობით წერილობითი მტკიცებულებები. გარდა იმ სამი მოწმისა, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებს, ჩვენ მიერ წარმოდგენილია არაერთი სხვა მოწმე გარდა მსჯავრდებულებისა, რომლებმაც დაადასტურეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ეს ეხება 51-ე საჯარო სკოლის წინ მყოფი ბრალდებულ მ.კ.-ს მოქმედებებს, იმ ფაქტს, თუ რა ეჭირა მას ხელში. ეს ეხება უშუალოდ დანის ტარს, ასევე უშუალოდ ხორავას ქუჩა ნომერ 4-ში განვითარებულ მოვლენებს. მოწმეებმა ისაუბრეს და დაადასტურეს, თუ რა მოქმედებებს ახორციელებდა უშუალოდ დანის მსგავსი საგნის გამოყენებით მ.კ. შემთხვევის ადგილზე. ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ერთ-ერთ ეზოში რა ისაუბრა ბრალდებულმა მ.კ.-მ, თუ რა ჰქონდა მას ხელში. საერთო ჯამში, ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს და გვჯერა, რომ მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს ყველა მტკიცებულებას და ერთადერთ, სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ქვარცხავამ.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/585268-prokuroris-inpormaciit-mixeil-kalandias-cinaagmdeg-garda-3-mocmis-chvenebisa-sxva-mocmeta-chvenebebic-akvt-romlebic-sakmisatvis-mnishvnelovan-paktobriv-garemoebebze-saubroben/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here