ლარი ტესლერი, რომელმაც კომპიუტერული ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“, „ჩასმა“ გამოიგონა, გარდაიცვალა

კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი პიონერი, ლარი ტესლერი 74 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მან მოიგონა ცნობილი ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“ და „ჩასმა“ და კლავიშების Ctrl X, Ctrl C და Ctrl V-ს გამოყენებით პერსონალური კომპიუტერების გამოყენება ყველასთვის უფრო გაამარტივა. 

ლარი ტესლერმა აშშ-ის სილიკონის ველში მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო. ის Apple-ისXerox-ის, Amazon-ის და Yahoo-ს თანამშრომელი იყო. 

You may have missed