ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE Google-მა ანტიმონოპოლიური საგამოძიებო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა

Google-მა ანტიმონოპოლიური საგამოძიებო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა

კომპანია Google-მა უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რომელიც აშშ-ის 48 შტატის, კოლუმბიის ოლქისა და პუერტო-რიკოს პროკურორებისგან შემდგარმა კომისიამ გამოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, მანამდე კომპანიამ უკვე წარადგინა ეს დოკუმენტაცია სხვა ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა. გამოცემის წყაროების მტკიცებით, საუბარია კომპანიის სხვადასხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა და რიგით თანამშრომელთა ელექტრონულ მიმოწერაზე.

Google-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალ გამოძიებაში, რომელსაც ტეხასის შტატის გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი ხელმძღვანელობს, დამოუკიდებელი ბიზნეს-კონსულტანტებიც მონაწილეობენ, რომლებმაც შესაძლოა Google-ის თანამშრომელთა კონფიდენციალური მონაცემები კონკურენტ კომპანიებს მიაწოდონ.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ ტეხასის გენერალურ პროკურორს 100 ათასზე მეტი გვერდი დოკუმენტაცია. ამასთან ერთად, შეშფოთებულები ვართ, რომ გამოძიების პროცესში მონაწილეობენ ჩვენი კონკურენტი კომპანიების პარტნიორი მრჩევლები“, – აცხადებენ Google-ში.

კომპანია Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად გამოძიების საგანი კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ პროკურორები ასევე ძებნის მექანიზმებს და Android-პლატფორმასთან დაკავშირებულ პროექტებს შეისწავლიან.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები