სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის პრემიერის თარიღი ცნობილია

0
15

ტელეარხმა HBO-მ სერიალ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი დაასახელა. სერიალის 25-წლიანი იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეპიზოდი სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ WarnerMedia ავრცელებს.

პროექტში მონაწილეობას მთავარი როლების ექვსივე შემსრულებელი მიიღებს. ცნობილია, რომ ამისთვის ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტიუ პერი, მეტ ლებლანი და დევიდ შვიმერი 2,5-2,5 მილიონ დოლარს მიიღებენ. 

გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე მუშაობენ. „მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება.