ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE თბილისის „დინამომ“ 13 ახალწვეული წარადგინა

თბილისის „დინამომ“ 13 ახალწვეული წარადგინა

საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა დღეს გუნდის 13 ახალი ფეხბურთელი წარადგინა.

ქუთაისის „ტორპედოდან“ „დინამომ“ მეკარე როინ კვასხვაძე და თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე, „საბურთალოდან“ კი მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მცველი ნიკოლოზ სანდოხაძე დაიმატა. ბელგიის „ბეერსხოტში“ გატარებული პერიოდის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში ირაკლი ბუღრიძე დაბრუნდა.

ბრაზილიელი ვიქტორ პერნამბუკის, უკრაინელი ივან ტრუბოჩკინის, სლოვაკი ფილიპ ორშულას და ტოგოელი ბენიოს სახით ქვეყნის 17-გზის ჩემპიონმა კვალიფიციური ლეგიონერები დაიმატა, თორნიკე ახვლედიანთან კი, რომელიც თურქეთში გამართულ შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინა, სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ „დინამოში“ ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი კუცია დაბრუნდნენ. „დინამოში“ ითამაშებს გასული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ხოსე პერალესიც, რომელიც თბილისური გრანდის ღირსებას წინა სეზონშიც იცავდა.

ახალ სეზონს „დინამო“ კვირას, 23 თებერვალს „საბურთალოსთან“ სუპერთასის თამაშით დაიწყებს.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები