ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა. 

პირველ წრეში მარგველაშვილმა ალჟირელ ვაილ ეზინეს სძლია, შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა. 1/8-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იპონით ყაზახ იერლან სერიკჟანოვს, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს სძლია.

ნახევარფინალში მარგველაშვილი რუს იაკუბ შამილოვს შეხვდა და ისიც იპონით დაამარცხა.
 

You may have missed