ბელარუსში საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სამბისტებისთვის წარმატებული გამოდგა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები ბექა ბერძენიშვილი, ირაკლი კუპატაძე და ნინო ოძელაშვილი გახდნენ. 

ბრინჯაოს მედალი კი, ლევან ნახუცრიშვილმა, პაატა ღვინიაშვილმა, მინდია ლილუაშვილმა, გივი ნადარეიშვილმა, დავით ლორიაშვილმა და ელენე ქებაძემ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ყველაზე მეტი მედალი სამბისტებმა მოუტანეს.

You may have missed