ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home Rustavi2.Ge ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან - სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაივლის |...

ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან – სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაივლის | Rustavi2

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მივა. მაჭავარიანი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სესია კვლავ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ჩაივლის.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ქვეყნის ბიუჯეტი არამიზნობრივად იფლანგება და ხალხის პრობლემებზე მორგებული არ არის.
“დღეს ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ განხილვაში. ჩვენი შეფასება ძალიან მკაცრია, ვინაიდან ბიუჯეტი, რომელიც 15 მილიარდი ლარის ოდენობისაა, იფლანგება. ხმარდება “ქართული ოცნების” პარტიულ ბიუროკრატიას და არის უამრავი ისეთი ხარჯი, რომელიც არის პირდაპირ ამოღებული ადამიანების ჯიბეებიდან”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
“მაჭავარიანი, ისევე როგორც მთავრობის ნებისმიერი წევრი, საერთოდ არ ინტერესდება ხალხის პრობლემებით. მათ არც აინტერესებთ, თუ რამდენად გაურთულა “ქართულმა ოცნებამ” ხალხს ცხოვრება. ერთადერთი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის რჩება, ისინი დროულად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას,” – განმარტა განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
უმრავლესობაში კი მინისტრის გამოცდილებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული.
“ყველა მიმართულებით იქნება საუბარი. საგადასახადო კუთხით, საბაჟოზე არსებული სიტუაცია, ასევე ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტში,” – აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

Rustavi2.gehttp://www.rustavi2.ge
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები