ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს | Rustavi2

ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირს 75 მილიარდი ევრო მოაკლდა.სამიტზე ევროკავშირში დარჩენილ 27 ქვეყანას სწორედ დარჩენილი თანხის განკარგვის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო კი ბრიუსელში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
უცნობია, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოსთვის გარიგება ვერ მოხდება, 2021 წლიდან შესაძლოა ევროკავშირს პროექტების უმრავლესობის შეჩერება მოუხდეს.

You may have missed