24.1 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

ზელენსკი – ჩინეთიდან ევაკუირებულების წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ – გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი – სიძულვილია

- Advertisement -
- Advertisement -

ჩინეთიდან ევაკუირებული პირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ხალხში პანიკას ვიღაც გამიზნულად და შეგნებულად თესავდა, შემდეგ კი მათ აგრესისკენ მოუწოდებდა. აქციის ორგანიზატორები და დამკვეთები პასუხს აუცილებლად აგებენ. ამ გადამწვარი თეატრის ყველა რეჟისორსა და დამდგმელს, რომლებიც ალბათ ახალი წარმოდგენისთვის ემზადებიან, მინდა ვუთხრა: არის მომენტები, როდესაც არ არსებობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესები, ეს უკრაინის ინტერესებია. ასეთ მომენტებში, საჭიროა არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი სოლიდარობა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ზრდასრულობის ტესტი უნდა ჩავაბაროთ. უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება და ღია გული. გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი – სიძულვილია“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კამერებმა არაერთი პირი დააფიქსირეს, რომლებიც მასობრივი არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ნოვიე-სანჟარიში მომიტინგეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. აქციის მონაწილეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news