14.4 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

- Advertisement -
- Advertisement -

6 მარტს, ღონისძიებათა სერია Monument გერმანელ ვარსკვლავს Paul Kalkbrenner-ს თბილისში პირველად უმასპინძლებს. ერთდღიანი ღონისძიება Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება.

„ამ მასშტაბის არტისტის საქართველოში ჩამოყვანა საკმაოდ რთულია და პირველ რიგში კავშირშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც მას აქვს. Paul Kalkbrenner თბილისში პირველად ჩამოვა და ათასობით მსმენელის წინაშე წარდგება”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, Warehouse 7/მე-7 პავილიონი ახალი სივრცეა, სადაც 2019 წელს ფესტივალ Summer Set-ის ორი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საკონცერტო და საფესტივალო სივრცედ გადაკეთებული ძველი ქარხნის ტერიტორია 10 000-მდე სტუმარს იტევს.

„შარშან გამართული ღონისძიებების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ვენიუზე მუშაობა, რომ ის კიდევ უფრო სრულფასოვანი გაგვეხადა, ყოფილი ქარხნის ტერიტორია ამჟამად მთლიანადაა ტრანსფორმირებული, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ მოსულმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს: რბილი და სუფთა საცეკვაო მოედანი, ადგილი ქურთუკებისთვის, საპირფარეშოები, ადგილობირივი მოსახლეობა დაცულია ხმაურისგან. ეს უნიკალური ადგილია, რომელიც ამჯერად 6 მარტს კალკბრენერის ათასობით მსმენელს უმასპინძლებს”,-აცხადებს ღონისძიების კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

„Paul Kalkbrenner-ის კარიერა ბერლინში, კედლის დანგრევასთან ერთად დაიწყო. 1999 წლიდან მუსიკოსმა უკვე საკუთარი ნამუშევრები შესთავაზა მსმენელს. განსაკუთრებული პოპულარობა მუსიკოსს ფილმმა Berlin Calling მოუტანა, რომლის მთავარი გმირიც და მუსიკის ავტორიც თავად გახლდათ. ფილმის მთავარმა საუნდტრეკმა Sky & Sand პლატინის სტატუსი მოიპოვა და 121 კვირა დაჰყო ჩარტებში.

Paul Kalkbrenner-ის გარდა მისულ სტუმრებს მეორე ჰედლაინერი Henry Saiz დახვდებათ, რომელიც ელექტრონიკის, დისკოს, ჰაუს და ტექნოს ნაზავია. სცენას ასევე დაიკავებს ქართველი არტისტი Tade.

MONUMENT თბილისში დაფუძნებული ღონისძიებათა სერიაა, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ცნობილ ბენდებსა და არტისტებს სხვადასხვა ლოკაციებზე უმასპინძლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news