16.1 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი მოსამართლეს – ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, იმ საფლავს ვფიცავ, მანქანაში იარაღი არ მქონდა

- Advertisement -
- Advertisement -

ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2-მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავ, მანქანაში იარაღი არ მქონდა, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ბრალდებულმა წევრმა კობა კოშაძემ სასამართლოში განაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებული დაიკითხა.

კობა კოშაძემ დეტალურად ისაუბრა დაკავების დღეზე. როგორც ის აცხადებს, მას ავტომობილში იარაღი პოლიციელმა „ჩაუდო”.

„დაკავების წინა დღეს სოფელში წავედი. მთელი ღამის განმავლობაში ჩემ ნაკვეთში ფიზიკურად ვმუშაობდი, საერთოდ არ მძინებია. შემდეგ ჩემს ავტონანქანაზე დავჯექი და ჩემი შვილის საფლავზე ავედი, ღობე შევღებე, 19 აგვისტოს წლისთავს ველოდებოდი და მინდოდა მომეწესრიგებინა. მეუღლეს დავურეკე, რომ თბილისში შემხვედროდა და 100 ლარი მოეცა, ასევე დავურეკე ხელოსანს. საფლავიდან სახლში გამოვიარე, სოფლის ნობათი ჩავალაგე და თბილისში წავედი, დაახლოებით, 10-ის ნახევარი იქნებოდა. თბილისში შემოსული სამართალდამცავებმა გამაჩერეს და საბუთები მომთხოვეს. უცებ, მოძრაობა შეჩერდა, მომცვივდნენ, ჩხრეკა დამიწყეს. მანქანის კარები გააღეს, ირგვლივ 7-8 მანქანა მაინც იქნებოდა. გავიხედე და იარაღი ხელის მუხრუჭთან ეგდო, ეს ჩემი არაა-მეთქი ვთქვი. პოლიციელ ანდრო ნეფარიძეს ეკეთა მხოლოდ ხელთათმანი, ნახეთ, იარაღიო, დაიწყო ყვირილი. ჩემი არაა და რაც გინდათ გააკეთეთ-მეთქი, ვუთხარი. იარაღი პარკში ჩადეს, არ დაულუქიათ, სხვა მანქანაში პარკი გახსნეს და შიგნით იყურებოდნენ, ათვალიერებდნენ. მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოვაწერე. დარწმუნებული ვარ, იარაღი პოლიციელმა ნეფარიძემ ჩადო, რადგან ხელთათმანები მხოლოდ მას ეკეთა”, – განაცხადა კოშაძემ.

მისივე განმარტებით, მას პოლიციის სამმართველოში აღიარებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი, განრიდებას ჰპირდებოდნენ.

„რატომ დამიჭირეთ-მეთქი, – ვკითხე ერთ-ერთ ხელმძღვანელს. გაეღიმა, რამდენი ხანია რაც ირაკლი ოქრუაშვილთან მუშაობო, მკითხა. 20 ივნისს, მიტინგზე ხომ იყავიო, ესეც მკითხა. რა დავაშავე მერე რომ ვიდექი-მეთქი, ვუთხარი. კარგი, არ გინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუ აღიარებ, განრიდებას გაგიკეთებო, მითხრა. დავრწმუნდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როგორც ამბობენ, მაღლიდან იყო ნაბრძანები. პატივცემულო მოსამართლე, ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2 მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავარ, მე იარაღი არ მქონდა. ერთადერთი იმას ვნერვიულობ, ასე უსამართლოდ რომ მომექცნენ. მეგობრის და ოჯახის გამო აგერ ტყვიაც მივიღე. არავინ დამიჩაგრია ცხოვრებაში და მე რატომ უნდა დამჩაგრონ?”, -განაცხადა კოშაძემ.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/586669-irakli-okruashvilis-dacvis-cevri-mosamartles-ertaderti-sapicari-chemi-10-clis-shvilis-saplavia-im-saplavs-vpicav-mankanashi-iaragi-ar-mkonda/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here