14.4 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

სასამართლო მიხეილ კალანდიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ მ. კ.-ს მიმართ.

სასამართლომ მ. კ. დამნაშავედ ცნო დ. ს.-ს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოყენებით, ბრალდებულს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/586910-sasamartlo-mixeil-kalandias-sakmeze-gamotanil-ganachentan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here