ადვოკატი – საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ კალანდიას პოლიტპატიმრის სტატუსი გაუფორმა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და დღეს გაასაჯაროა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“, გენერალური პროკურატურასა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება.

როგორც ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი – მან დღეს გაასაჯაროა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“, გენერალური პროკურატურისა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყანაში, სხვა განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში, დესტაბილიზაციის რეალური წყაროს დაუშვებლობას.

მიხეილ კალანდია მსხვერპლია ამ გარიგებისა და ემსახურება მთავარ გარიგებას – ირაკლი შოთაძემ უპრობლემოდ განაგრძოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქმიანობა“, – აღნიშნულია თოდუას განცხადებაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/586916-advokati-sakalako-sasamartlos-tavmjdomarem-mixeil-kalandias-politpatimris-statusi-gauporma/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed