მეგობრის მკვლელობისთვის ბრალდებულმა ბექა კვიციანმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე უარი განაცხადა

დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილმა, რომელიც მეგობრის მკვლელობაშია ბრალდებული, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბექა კვიციანის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამასთან დაცვის მხარე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას სადავოდ ხდის.

ბექა კვიციანის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბექა კვიციანს ასევე ბრალი ედება დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/586975-megobris-mkvlelobistvis-braldebulma-beka-kvicianma-napic-msajulta-monacileobit-sakmis-ganxilvaze-uari-ganacxada/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed