თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, შუა ხნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/587002-tbilisshi-gaprindashvilis-sanapiroze-avtosagzao-shemtxvevas-kveiti-emsxverpla/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed