14.4 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინა

- Advertisement -
- Advertisement -

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინა. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ფეხის მიმართულებით და შურისძიებიების მოტივით განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გასროლა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, ბრალდებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით მოხდა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ნათელს მოფენს მომხდარს. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ ამ საქმეზე პროკურატურის მტკიცებულება არის აბსურდული. დაცვის მხარის პოზიცია კი სრულად შეესაბამება რეალობას. პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა ის არის, რომ თითქოს მერაბ კობიაშვილი იმ მიზნით, რომ განახორციელოს მათი ლიკვიდაცია, გულის არეშე ესვრის მათ, ვიდეოში ჩანს, რომ ეს არის ტყუილი. ასევე საუბარი იყო, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამაფრთხილებელ გასროლაზე ფეხთან ახლოს, ტყუილი იყო და სინამდვილეში მუცლისა და გულის არეში განხორციელდა პირველი გასროლა. ასევე საუბარი იყო, რომ თითქოს როდესაც მომაკვდინებელი გასროლები განხორციელდა, კობიაშვილი არ ყოფილა თავდაცვის მდგომარეობაში, ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ პირველი გასროლის შემდეგ, როდესაც მის მიმართ ხორციელდება თავდასხმა და მისი ცემა, აღნიშნულის შემდეგ ხორციელდება შემდეგი გასროლები. დასტურდება, რომ სხვა მხარის პოზიცია არ შეესაბამება რეალობას. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს კობიაშვილი იმ მიზნით, რომ შური ეძია და მოეკლა ეს ადამიანები, მივიდა მანქანასთან, ამოიღო ირაღი და გაემართა მათ მოსაკლავაად. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ კობიაშვილს განზრახული ჰქონდა, რომ ეს ადამიანები დაეხოცა, მაშინ გასროლას ფეხის მიმართულებით არ გააკეთებდა. ის აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით. ამის შემდეგ ეს ადამიანი, ვინც თავს დაესხმება, ცდილობს წაართვას იარაღი, შემდეგ, როდესაც ხდება ჯაჯგური, ამ დროს ხდება იარაღიდან გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრება მეორე ადამიანი. შემდეგ მიდიან დანარჩენი პირები, რომლებიც თავს ესხმიან კობიაშვილს და ცდილობენ ასევე წაართვან იარაღი. ამავე დროს, ძლიერად ურტყამენ და ცემენ თავი არეში. რამდენიმე პირის მიერ არის წაქცეული, სწორედ ამ დროს ხდება გასროლები, რის შემდეგაც გარდაიცვლება ერთი ადამიანი. ეს არის ტიპური შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს აუცილებელ მოგერიებასთან”,- განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის მტკიცებით, ეს ვიდეოჩანაწერები თავდასხმას, ჩხუბსა და შემდეგ რამდენიმე გასროლას ასახავს – ახალი ჩანაწერი გუდაურის საქმეზე

source https://www.interpressnews.ge/ka/article/587042-gudaurshi-momxdari-mkvlelobis-sakmeze-dakavebulis-advokatma-axali-videochanacerebi-caradgina/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here