16.1 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის სამი მოწმის დაკითხვით გაგრძელდება. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ წარმოდგენილი სამი მოწმიდან ერთი არის ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობარი კახაბერ ანჯაფარიძე, „რომელსაც 30%-იანი წილი გადაუფორმა „ინტერ მედია პლიუსში”, იმისათვის, რომ გაეკონტროლებინა ფინანსები“.

გუბელაძის თქმით, ასევე დაიკითხება „ინტერ მედია პლიუსის” დამფუძნებელი ვალერიან მეზვრიშვილი. მისივე განმარტებით, დაიკითხება ერთი პირი, ვინც ნიკა გვარამიასგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა.

„ნიკა გვარამია საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას, თითქოს მან თავისი ბინა იმისათვის გაყიდა, რომ „ინტერ მედია პლიუსისთვის” ფული ესესხებინა და შემდგომ ხელფასები დაერიგებინა. აღნიშნული მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ნიკა გვარამიამ ბინის გაყიდვის შემდგომ მიღებული თანხით დაფარა ბანკში აღებული კრედიტი. ბუნებრივია, ამ მოწმის ჩვენებით ბრალდებულს კიდევ ერთხელ ვამხელთ ტყუილში“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ბრალდებულ ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაცია არც ერთ შემთხვევაში არ მოუთითებს ვინმეს ბრალეულობაზე, საერთოდ არ შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ნიშნებს და პროკურატურის კომპეტენცია არ არის ის, რითაც ინტერსდება. როგორც საძაგლიშვილმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ცხადია, რომ ხორციელდება მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა. ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული მედიასაშუალების დადუმებას.

„დღეს დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები, თუმცა ტერმინი ბრალდების მხარის მოწმე, ამ შემთხვევაში, ფორმალურია, ვინაიდან წინა პროცესზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ და მათ ცალსახად გამორიცხეს ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, დღესაც და მომდევნო დღეებშიც იგივე იქნება, იმიტომ, რომ შეუძლებელია არსებობდეს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე დარღვევას ან დანაშაულს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/587078-sakalako-sasamartloshi-nika-gvaramias-kaxaber-dameniasa-da-zurab-iashvilis-procesi-mimdinareobs/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here