დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ბიჭისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პროკურატურამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ბიჭისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. მას ბრალი 11′-109-მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/587144-dedisa-da-bebiis-mkvlelobashi-braldebuli-19-clis-bichistvis-agkvetis-gonisziebis-shepardebaze-sasamartlo-dges-imsjelebs/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed