პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება პროკურატურა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მერის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს ასევე მათთან ერთად დაკავებული მოქალაქის მიმართ, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

“მოგეხსენებათ, განსხვავებული ეპიზოდებია და სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა. ყველა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობას. მიგვაჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, არსებობს ამის რეალური ვარაუდი და საფუძვლები. გიორგი გოგიჩაიშვილის ეპიზოდში რეგულირების განაშენიანების გეგმა იყო წარდგენილი. მის დამტკიცებაში, ასევე შემდგომში მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა 200000 ლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 20 000 ლარი.

რაც შეეხება ლევან ლიპარტიას, მან აღუთქვა დახმარება, რომ დაფარავდა უკანონო მშენებლობას. 3 კოტეჯზეა საუბარი, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე დაბა ბაკურიანში და ამისთვის აიღო 8 000 ლარი, ორ ეპიზოდად.

მესამე პირს რაც შეეხება, მას ერთ საქმესთან აქვს შეხება, რომელიც არის მერთან დაკავშირებული”,- განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, სამივე პირი იყენებს დუმილის უფლებას, ხოლო გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღესვე, ჩანიშნულია ბორჯომის მერის სასამართლო სხდომაც, რომელზეც სასამართლო მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/587704-prokuratura-borjomis-sakrebulos-tavmjdomarisa-da-meris-mimart-agkvetis-gonisziebis-saxit-patimrobas-itxovs/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები