11.5 C
London
პარასკევი, ივნისი 5, 2020

საქართველოში 2020 წლის იანვარში დანაშაულის 5 334 ფაქტი დაფიქსირდა

- Advertisement -
- Advertisement -

2020 წლის იანვარში, საქართველოში დანაშაულის 5 334 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 1314 საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა. ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 400 შემთხვევითაა შემცირებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საანგარიშო პერიოდში, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 1014 საქმე აღიძრა, მათ შორის 481 საქმე ოჯახში ძალადობას ეხებოდა. მათგან 262 საქმე კი საგამოძიებო უწყებამ გახსნა. რაც შეეხება, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასეთი იანვრის თვეში 5 რეგისტრირებული ფაქტი იყო. როგორც საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ იანვრის თვეში გაუპატიურების მუხლით 7 საქმე აღძრა, 2 მათგანი კი გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის იანვარში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული 299 დანაშაული დააფიქსირა, აქედან 13 გახსნილია, მათ შორის, ყველაზე მეტი 250 შემთხვევა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავებმა სატრანსპორტი დანაშაულის 436 რეგისტრირებული შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე 434 საქმე აღიძრა. მათგან 29 შემთხვევა კი დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 313 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. მათგან 218 მუქარის საქმეზე, 3 ტრეფიკინგზე. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვრის თვეში საკუთრების წინააღმედეგ მიმართული 1998 დანაშაული დააფიქსირა, მათ შორის 1548 იყო ქურდობა.

სამართალდამცავებმა საანგარიშო პერიოდში 384 ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტი დააფიქსირეს, რომელთაგანაც 287 საქმე გახსნილია. იანვარში ასევე დაფიქსირდა 180 კომპიუტერული დანაშაული, 48 სამოხელეო დანაშაული, ერთი კი ტერორიზმის საქმე.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/590311-sakartveloshi-2020-clis-ianvarshi-danashaulis-5-334-pakti-dapiksirda/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here