17.6 C
London
სამშაბათი, ივნისი 2, 2020

სუს-ში პაატა ბურჭულაძის შვილების გამოკითხვა დასრულდა

- Advertisement -
- Advertisement -

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეების გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს მათ ინფორმაცია მიაწოდეს მათივე კომპანიის თანამშრომლის მიერ გაგზავნილ იმ სმს შეტყობინენებზე, რომლის მიხედვით, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„გამოძიება დაინტერესებული იყო ჩვენი კომპანიის სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ. უდიდესი ნაწლი დავუთმეთ გაგზავნილ 6 სმს-ს, თუ რა ინფორმაციას ვფლობდით. რასაკვირველია, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. მასიურ გაგზავნაზე, რასაც გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს მიმართ, ერთი კითხვაც არ დასმულა“ – განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

ამასთან, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამორიცხავს, ამ საქმის გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფების, ძმებ ბურჭულაძეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. „გამორიცხულია ასეთი რამ, იმიტომ, რომ მათი კომპანიისა და პირადად მათ მიმართ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არსებობობს. შესაბამისად, თუ რომელიმე პასუხისმგებლობაში იქნება მიცემული, რომელთა უფლებებს მე ვიცავ, ეს არის ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები, ეს კიდევ ერთი უარესი ქმედება იქნება განხორციელებული მათი ოჯახის მიმართ“,- აღნიშნა რამიშვილმა. ამასთან, ადვოკატი სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ უკან დააბრუნონ ბურჭულაძეების კუთვნილი ნივთები, რომლებიც გამოძიების შედეგად თან წაიღეს. მისივე თქმით, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ცნობისთვის, 18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ ჩაატარეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/590876-sus-shi-paata-burchulazis-shvilebis-gamokitxva-dasrulda/

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here