,,მოამბის” ჟურნალისტი საზმაუდან გაუშვეს – ტელევიზიის წინ საპროტესტო აქცია დაანონსდა

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლებული “მოამბის” ჟურნალისტის ლაშა მესხის მხარდასაჭერად, რომელიც მედიის პროფკავშირის თავმჯდომარეცაა, 1 მარტს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია იგეგმება. 

ლაშა მესხმა სამსახურიდან გაშვების თაობაზე განცხადება თვითონვე გაავრცელა:

“ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობა პირველ არხზე დიდხნიანი დაპირისპირების შემდეგ კოჰაბიტირებულმა და თანამშრომლების მჩაგვრელმა მენეჯმენტმა დაასრულა. ალბათ გახსოვთ ჩემი გაჟღერებული ინფორმაცია”მოამბის” 13 თანამშრომელზე, რომლებსაც 1 თვიანი კონტრაქტები ჰქონდა. (მათ შორის მეც)

დღეს კი მოხდა ის რასაც პრინციპში ველოდი. 13-1 ტელევიზიას ვტოვებ მხოლოდ მე, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე!

ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად ჩემზე არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე, განსხვავებულ აზრზე და იმ პროტესტზე რასაც წინა წლის მაისიდან ყველა ერთად ვახორციელებდით! მაუწყებელს ვტოვებ, მაგრამ ამ ბრძოლიდან გამარჯვებამდე არ გავალ!

დეტალებს ხვალ 2 საათზე ტელევიზიის კიბეებთან გაიგებთ”, – წერს ლაშა მესხი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed