მიხეილ სააკაშვილმა ZIK-ზე საავტორო გადაცემა Інша Україна დახურა

0
17

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ენმ-ს დამფუძნებელმა და ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თოქ-შოუ Інша Україна(სხვა უკრაინა), რომლის წამყვანი თავად გახლდათ, ამიერიდან ეთერში არ გავა.

ამის შესახებ მან “ფეისბუქის” გვარდზე დაწერა. სააკაშვილის თქმით, სტუდიის მფლობელები აიძულეს, მასთან კონტრაქტი გაეწყვიტათ:

“ეს არის ბოლო გადაცემა… მაგრამ არაკეთილმოსურნეები ნუ იმედოვნებენ, რომ მე ვერ მოვძებნი ეთერში დაბრუნების საშუალებას”, -წერს იგი. ეთერის დროს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადაცემის მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან პოზიციის შეცვლა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პირდაპირ ეთერში სნაიპერმა-ქალმა შეასრულა სიმღერა “Шоколадна дупа”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადად მისი და მისი გადაცემის ბლოკირებითაა დაკავებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here