ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება ცესკოს საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“

ცესკოს საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“

„იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“ – საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში 24 სექტემბერს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით სთავაზობდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული ერვისებით უკვე 265 472-მამოქალაქემ ისარგებლა.

ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლოვადა 3 ოქტომბერია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები