ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home პოლიტიკა გიორგი ვაშაძე არჩევნების გაყალბებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

გიორგი ვაშაძე არჩევნების გაყალბებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

“ჩვენ სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ყველა დარღვევის ფაქტი, თუმცა ამოწურულია ეს ნაწილი იმიტომ, რომ სასამართლო თავად არის ერთ-ერთი მექანიზმი ამ გაყალბების. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ვიმუშავებთ სტრასბურგისთვის სარჩელის მოსამზადებლად გაყალბების მექანიზმებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამას დრო უნდა – ძალიან გრძელვადიანი პროცესია სტრასბურგი.” – გიორგი ვაშაძის ციტატა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების კვლევის პრეზენტაციიდან, რომელიც “ახალმა საქართველომ” წარმოადგინა, “ნეტგაზეთს” მოჰყავს. 

გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გუნდის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო თბილისის შედეგები, რომელიც მათი თქმით, არჩევნების დღეს უბანზე ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევებს ასახავს.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, დედაქალაქში არსებული 10 საარჩევნო ოლქს შორის დარღვევებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლით, გამოირჩევა ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის და გლდანის საარჩევნო ოლქები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები