ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია არსებობს რისკი, რომ შვილები დავკარგო - ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს...

არსებობს რისკი, რომ შვილები დავკარგო – ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს – Primetime.Ge

პრაიმტაიმმა“ რამდენიმე თვის წინ ძალადობის მსხვერპლ მრავალშვილიან ქალზე სიუჟეტი მოამზადა. რის შემდეგაც, მას საზოგადოებამ დახმარების ხელი გაუწოდა. დარეჯან იორდანაშვილი ახლაც დახმარებას ითხოვს, ამჯერად, არა მატერიალურს. ამბობს, რომ შესაძლოა, მისი შვილები ბიოლოგიურმა მამამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანოს და ისინი ვეღარასდროს ნახოს…

შვიდი შვილის დედა დახმარებას ითხოვს. როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, უკვე თვეებია, რაც მისი 3 უფროსი შვილი საჩხერეში, მამასთან იმყოფებიან და უკან აღარ უშვებს. საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. როგორც დარეჯან იორდანიშვილი ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე და დედამთილი მას შვილების წართმევით ემუქრებიან.

„სასამართლომ ბავშვების მეურვეობა მე მომანიჭა. ჩემს ყოფილ მეუღლეს კი ალიმენტი დააკისრა. იმიტომ, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვარ, მას ჩემთან მოახლოვებაც კი აკრძალული აქვს. ზაფხულში, უფროსი შვილები ყოფილი მეუღლის თხოვნით, მასთან გავაგზავნე. ვიფიქრე, ბავშვები დაისვენებენ-მეთქი, თუმცა ახლა, მირეკავს და მეუბნება, რომ შვილებს ვეღარასოდეს ვნახავ. არსებობს იმის რისკი, რომ ჩემი შვილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანონ და სულ დავკარგო. ძალიან გთხოვთ, ვისაც ჩემი დახმარება შეგიძლიათ დამიდექით გვერდით“ -ამბობს დარეჯან იორდანაშვილი.

ქალბატონს, მეორე ქორწინებიდან მეშვიდე შვილი 2 კვირის წინ შეეძინა. ამბობს, რომ პირველმა მეუღლემ ამ ფაქტის შესახებ სწორედ ახლა გაიგო და შვილების წართმევაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. დარეჯანის თქმით, საქმის კურსში არიან სამართალდამცველები.

„პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებებში განმარტავენ, საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, რა ბედი ეწევა 3 მოზარდს, რომლებსაც მამა და ბებია დედასთან არ უშვებენ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები