ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია ზარზმის 150 ბავშვიანი სკოლის რეაბილიტაცია სრულდება - Primetime.Ge

ზარზმის 150 ბავშვიანი სკოლის რეაბილიტაცია სრულდება – Primetime.Ge

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.

ზარზმის სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას. სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები, კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში, განათლების ინფრასტრუქტურის  პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები