ზუგდიდში, აღმაშენებლის ცენტრალურ ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: თეა შონია