21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

მო­ძა­ლა­დე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% ბავ­შვის ახ­ლო­ბე­ლია – ფსიქოლოგი ბავშვთა პორნოგრაფიაზე – Primetime.Ge

- Advertisement -
- Advertisement -

ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­უ­ბე­დუ­როდ, სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის – სა­ქარ­თვე­ლო­შიც ის­ჯე­ბა, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფონ­დის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია ნიშ­ნავს ბავ­შვის, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს რე­ა­ლურ, ან სი­მუ­ლი­რე­ბულ აშ­კა­რა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბას, გა­მო­სახ­ვას ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით. ეს შე­საძ­ლოა იყოს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო და აუ­დიო წარ­მოდ­გე­ნა, წე­რი­ლო­ბი­თი აღ­წე­რა, მო­თხრო­ბე­ბი, და­წე­რი­ლი პა­სა­ჟე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი…

ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით კი, უმე­ტე­სად, ჟურ­ნა­ლე­ბის, წიგ­ნე­ბის, ნა­ხა­ტე­ბის, ფილ­მე­ბის, ვი­დე­ო­კა­სე­ტე­ბის, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­კე­ბის ან ფა­ი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვრცელ­დე­ბა.

ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია დღეს ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა. აშშ-ს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ეროვ­ნუ­ლი რე­სურსცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 წლამ­დე ოთხი­დან ერთი გოგო და ექ­ვსი­დან ერთი ბიჭი ხდე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი. მო­ძა­ლა­დე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% ბავ­შვის ახ­ლო­ბე­ლია – ნა­თე­სა­ვი, ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი, მე­ზო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მწვრთნე­ლი.

„მო­ძა­ლა­დე­ე­ბი გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი, მზრუნ­ვე­ლე­ბი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი ჩა­ნან, სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბით ახერ­ხე­ბენ სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“ – აცხა­დებს ლოს-ან­ჯე­ლე­სე­ლი ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი რო­ბინ საქ­სი, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ზე­წო­ლა­ზე მუ­შა­ობ­და.

ვე­ბპორ­ტა­ლის Parents.com ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც ბავ­შვე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ისი­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­დნენ. ძა­ლა­დო­ბის დროს, შე­საძ­ლოა, ვერ იგ­რძნონ ტკი­ვი­ლი, ანდა – მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხოს (მა­გა­ლი­თად, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ზრდას­რუ­ლე­ბი მსხვერ­პლს აყუ­რე­ბი­ნე­ბენ პორ­ნოგ­რა­ფი­ას ან – აი­ძუ­ლე­ბენ, ფო­ტო­სე­სი­ის­თვის გა­შიშ­ვლდნენ). ხში­რად კი სი­ტუ­ა­ცი­ას ის ფაქ­ტი არ­თუ­ლებს, რომ მო­ძა­ლა­დე ბავ­შვის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია.

ხში­რად ისი­ნი სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხა­ვენ ძა­ლა­დო­ბას, რად­გან დაბ­ნე­უ­ლე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ან – სა­კუ­თარ თავს დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნე­ვენ.

„მო­ძა­ლა­დე არ­ცხვენს და აში­ნებს მსხვერ­პლს, ემუქ­რე­ბა დას­ჯით, თუ ის ვინ­მეს­თან იტყვის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ,“ – ამ­ბობს ლინ­და ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ ბავ­შვე­ბი და­ვიც­ვათ? სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია მათ­თან სა­უ­ბა­რია, რაც ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლი. უნდა ვი­ცო­დეთ, რო­გორ ვე­ლა­პა­რა­კოთ ბავ­შვს მისი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ ვენ­დოთ სა­კუ­თარ ინ­ტუ­ი­ცი­ა­საც – შე­საძ­ლოა, ინ­სტინ­ქტუ­რად გვქონ­დეს ეჭ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ბავ­შვთან დიდ დროს ატა­რე­ბენ. რო­ბინ საქ­სის თქმით, ასეთ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, შე­საძ­ლოა, იყ­ვნენ მე­ზობ­ლე­ბი, ან ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად გთა­ვა­ზო­ბენ, და­უ­ტო­ვოთ ბავ­შვი, თუ არ გცა­ლი­ათ.

ამას­თან, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით, თუ ბავ­შვი ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან სი­ახ­ლო­ვე არ სურს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უ­დე­ქით სა­კითხს.

თუ ბავ­შვი ოდეს­მე და­ი­წყებს სა­უ­ბარს ძა­ლა­დო­ბა­ზე, თქვენ ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გმარ­თებთ.

„ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნეთ, იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მხარ­და­ჭე­რა აგ­რძნო­ბი­ნეთ,“ – ამ­ბობს ლინ­და ჯონ­სო­ნი. მისი თქმით, ბავ­შვე­ბის მო­ნა­თხრო­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად არის სიც­რუე.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ სა­უბ­რის დროს, მზა რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს – ბევრ რა­მეს გან­სა­ზღვრავს ბავ­შვის ასა­კი, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და რამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა. ფსი­ქო­ლოგ ჯული მედ­ლი­ნის რჩე­ვით, სა­უბ­რის დროს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ენას – გა­და­ი­ხა­რეთ მის­კენ, უყუ­რეთ თვა­ლებ­ში, თავი აგ­რძნო­ბი­ნეთ და­ცუ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად. და­არ­წმუ­ნეთ, რომ მისი გჯე­რათ და სწო­რად მო­იქ­ცა, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რას და დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას ახერ­ხე­ბენ.

წყარო: ambebi.ge

- Advertisement -
Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news