13.8 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

იმედია, „ოცნებას“ ეყოფა გონი და 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავენ – ანა დოლიძე – Primetime.Ge

- Advertisement -
- Advertisement -

იმედია, „ოცნებას“ ეყოფა გონი და 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავენ,- აცხადებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ეს იქნება საბჭოთა სტილში წარმართული მოსმენები, იმ გაგებით, რომ გამოგვეცხადებიან „ოცნების“ ოქტომბრელები და რაც არ უნდა მსჯელობა იყოს, მე მგონია, რომ საუკეთესო საბჭოთა სტილში „ქართული ოცნების“ დეპუტატები მისცემენ ხმას ამ ადამიანებს, რომლებიც შერჩეულნი არიან ზუსტად ისე ფასადურად, როგორც ეს საბჭოთა დროს ხდებოდა. არჩილ თალაკვაძეს, რომელიც გვევლინება საუკეთესო ოქტრომბრელის სახედ, წესით უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, როგორ გამოიყურება საბჭოთა პროცესები. ძალიან ცუდია, რომ მას ეს არ ახსოვს, ან არ სურს გაიხსენოს. ეს პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოში, თავიდან ბოლომდე ფასადური იქნება. ისინი უკვე ჩამოყალიბებულნი არიან, ვის უნდა მისცენ ხმა“,- ამბობს დოლიძე.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დოლიძე ამბობს, ახალი ხელისუფლება მათ „ლეგიტიმურად გაუშვებს სახლში“

„ეს დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნა 10-ზე მეტი ადამიანი, იქნება ძალიან დროებითი. მე ვფიქრობ, თუ ესენი გაბედავენ 20 კაცის დანიშვნას, შემდეგი ხელისუფლება ლეგიტიმურად გაუშვებს მათ სახლში – თუ გადაუხვევენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. იმედია, „ოცნებას“ ეყოფა გონი და ამ სტაბილური განვითარებისთვის შექმნიან საფუძველს, რომ 10-ზე მეტ მოსამართლეს არ დანიშნავენ,“- ამბობს დოლიძე.

23 სექტემბრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის წევრების გარდა, კითხვებს დაუსვამენ, ასევე, კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და სამეცნიერო სფეროს ორი წარმომადგენელი.

- Advertisement -
Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news