13.8 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

დღეს დიდი ჯახი იქნება! – „ბორჯღალოსნები“ ღირსებას მსოფლიოზე დაიცავენ – Primetime.Ge

- Advertisement -
- Advertisement -

23 სექტემბერი ქართველებისთვის დიდი რაგბის დღეა.

დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე კიდევ ერთხელ შეეცდება ქვეყნის ღირსების დაცვას.

საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს ტოიტა სთედიუმზე მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსოფლიო რაგბიში „ბორჯღალოსნებს“ დიდ პატივს სცემენ. ეს მათი შეუპოვარი და ღირსეული თამაშით დაიმსახურეს.

მოვიგებთ?! – მოვიგებთ! ღირსებას მაინც მოვიგებთ, მაგრამ მოგება გვინდა ლელოს დადებით.

დღეს არავინ დაზოგავს თავს. დღეს იქნება დაუნდობელი ომი.

ცხადია ამის მოლოდინი იმასაც ამყარებს, რომ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც სათადარიგოთა შორის ექვსი მორკინალი დაასახელა.

დღეს, მიუხედავად შედეგისა, ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება.

დღევანდელი ომი 80 წუთს გაგრძელდება. მაგრამ არასდროს დასრულდება ლაპარაკი იმაზე, როგორ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა.

შეიძლება წავაგოთ, მაგრამ, მერე რა?- მსოფლიოს მაინც ვალაპარაკებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ვახერხებთ, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვიყოთ.

დღეს, მე მილიონი გულშემაკივრიდან ერთი, კიდევ ერთხელ ვიამაყებ, რომ დღეს ჩვენი ბორჯღალოსნები შეუპოვარ ბრძოლას აჩვენებს. ვიამაყებ, რომ ყოველ მათგანს ვცნობ და ამაყი ვარ, რომ ჩვენი „ბოჯღალოსნები“ მსოფლიოს გამოწვევას ყოველთვის ღირსეულად იღებს.

როცა ნაკრების კვართი გაცვია, როცა გულთან ბორჯღალი გახატია, შენ უკვე ერთი არ ხარ, შენ ის დიდი გუნდი ხარ, რომელსაც საქართველო ჰქვია. ამ სახელს და ქვეყანას უნდა გაუფრთხილდე.

ფაქტი ერთია: საქართველოს ნაკრების შერკინება დიდი ბრძოლის გამართვას აპირებს. რამდენად გამოვა ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მატჩის მსვლეობისას გამოჩნდება.

„ბორჯღალოსნებს“ ისევე როგორც მოსამზადებელ ტესტებზე მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. ძირითად შემადგენლობაშია ნაკრებში დაბრუნებული მამუკა გორგოძე. ის მესამე ხაზს გააძლიერებს.

საქართველო-უელსი
საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე , 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა ხმალაძე
უელსი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჰედლი პარქსი, 11. ჯოშ ადამსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ ედვარდსი. 1. ვინ ჯოუნსი, 2. კევინ ოუენსი, 3. ტომ ფრენსისი, 4. ჯეკ ბეილი, 5. ალან ვინ ჯოუნსი, 6. აარონ ვაინვრაითი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ჯოშ ნავიდი
16. ელიოტ დი, 17. ნიკ სმითი, 18. დილონ ლუისი, 19. აარონ შინგლერი, 20. როს მორიარტი, 21. ტომოს ვილიამსი, 22. რის პატჩელი, 23. ლი ჰალპფენი
მსაჯი: ლუკ პირსი

- Advertisement -
Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news