14.5 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ჯანეზაშვილი მურუსიძეს ტერმინ „კლანის“ განმარტებას სთავაზობს – Primetime.Ge

- Advertisement -
- Advertisement -

მურუსიძე შევიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, ამოიკითხოს მოსამართლე წევრების გვარები, მიამატოს თავისი და ჩინჩალაძის გვარი, თუ უნდა ვინმე დაამატოს – არც ამის წინააღმდეგი ვიქნები – მინიმუმ ესენი არიან „კლანი, – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საბოლოოდ დაიდოს სია, თუ ვინ არის „კლანის წევრი.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო სისტემაში „კლანის არსებობა, აბსურდია. მისი თქმით, თუ დღეს გადავხედავთ, ვინ საუბრობს სასამართლო „კლანზე ტელევიზიებში, „სულ ბრუნავს 30 ადამიანი, რომლებსაც ტელევიზიებში ექსკლუზივი აქვთ, რომ სასამართლოში კლანია.

„დაიდოს სია, ვინ არის „კლანის წევრი – ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა? – აცხადებს მურუსიძე.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მურუსიძეს ეტყობა არ ესმის „კლანის განმარტება და მოუწოდებს, ჯერ ამ ტერმინის სიზუსტეში გაერკვეს.

„ყველა ძალიან კარგად ამჩნევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს და განვითარებულ პროცესებს – უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის დროსაც კი, თუ ვინ ვის ლობირებდა, ვინ ვის უჭერდა მხარს და ა.შ. სია, ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხალხი, თვითონ და ჩინჩალაძე. დანარჩენი მხარდამჭერები, აქტიური ჰყავს თუ პასიურები, უკვე თვითონ გამოვიდეს და ილაპარაკოს. ისე გამოვიდა, თითქოს ხალხს ამით პასუხს უბრუნებს „კლანზე, რომ სია დაიდოს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არიან „კლანის წევრები. თვითონაც „კლანის სათავეშია – მდივანი იყო – და თავისი მეგობარი ჩინჩალაძეც. რამე გაუგებარია? მაშინ ჩაიხედოს რას ნიშნავს „კლანი და შემდეგ დასვას ეს კითხები, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

მურუსიძეს მიაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, რაზეც ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია „სხვა რამეზე მეტყველებს.

„ლევან მურუსიძემ დღეში ასჯერო რომ გაიმეოროს სასამართლო დამოუკიდებელიაო, ამით სასამართლო დამოუკიდებელი ვერ გახდება. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. თუნდაც ის სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა უზენეს სასამართლოსთან დაკავშირებით, სხვა რამეზე მეტყველებს.

„დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში ასეთი სამარცხვინო სია ვერ შედგებოდა. დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში იქნებოდნენ გამორჩეული იურისტები და არა ჩინჩალაძის გვერდით კაბინეტებში მსხდომი მოსამართლეები. ამ სიაში უმრავლესობა არის ისეთი ადამიანი, რომელიც ჩინჩალაძის სასამართლოში მუშაობს, უშუალოდ სააპელაციოში. სიის შემადგენლობა მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის „კლანის მეშვეობით იმართება, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

წყარო: რეზონანსი

- Advertisement -
Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news