14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

გემოვნების ამბავია ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს – თეა წულუკიანი – Primetime.Ge

- Advertisement -
- Advertisement -

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პროტესტი არ უნდა გადავიდეს ზღვარს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.

„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ცენზურა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებდი ყველას სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს და ვის გაუჩნდება პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები  19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

პარალელურად, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ დაუშვან ფილმის ჩვენება. ისინი კინოთეატრების ბლოკირებას აპირებენ. 

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

- Advertisement -
Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news