14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

მექსიკაში მამონტების პრეისტორიული ორმო-ხაფანგი აღმოაჩინეს, 800-ზე მეტი ძვლით

- Advertisement -
- Advertisement -

მექსიკელი არქეოლოგები აცხადებენ, რომ მათ 15 000 წლის წინ გაკეთებული ორმო-ხაფანგი აღმოაჩინეს, სადაც პრეისტორიული ადამიანები მამონტებს ატყვევებდნენ.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოჩენის შესახებ ოთხშაბათს განაცხადეს და დაამატეს, რომ ორმოში დაახლოებით 14 მამონტის ძვლები იპოვეს.

მონადირეებს მამონტების ხაფანგებთან მისარეკად, შესაძლოა, ჩირაღდნები გამოეყენებინათ. ორმოები სიღრმეში დაახლოებით 1,70 მეტრისაა, მათი დიამეტრი კი 22 მეტრადეა. მამონტის ერთ-ერთ თავის ქალას შუბით მიყენებული დარტყმა აღენიშნებოდა.

ფოტო: Meliton Tapia/AP

“ამ დრომდე იმის მხოლოდ მწირი ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობდა, რომ ადამიანები მამონტებზე უშუალოდ ნადირობდნენ. მიჩნეული იყო, რომ ისინი მამონტებს აშინებდნენ და ჭაობებისკენ დევნიდნენ, სადაც ისინი იძირებოდნენ და კვდებოდნენ. ეს კი მამონტებზე პირდაპირი შეტევის მტკიცებულებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ მიზანი მამონტებისთვის ზიანის მიყენება იყო”, — აცხადებს გუნდის ლიდერი ლუის კორდოვა.

არქეოლოგი კორდავა ბარადასი აცხადებს, რომ ხაფანგების აგების დროს ამ ტერიტორიაზე სავარაუდოდ მამონტების 6 სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობდა. მისი თქმით, ასევე შესასწავლია აღმოჩენილი ნამარხების დიდი ნაწილი და ის, თუ რა დანიშნულებით იყენებდნენ მონადირეები ძვლებს.

“აღსანიშნავია, რომ ხაფანგში მხოლოდ მარჯვენა ბეჭის ძვლები ვიპოვეთ, მარცხენა ბეჭის ძვლები კი არსად ჩანს, — რატომ?”, — კითხულობს ის.

ხაფანგში ასევე ნაპოვნია აქლემის ხერხემლის და ყბის ძვალი, ისევე როგორც ცხენის კბილი. მოგვიანებით ამერიკაში ეს ორივე სახეობა გადაშენდა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news