22 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ორანგუტანი სანდრა, რომელიც სასამართლომ პიროვნებად აღიარა, ფლორიდაში სახლდება

- Advertisement -
- Advertisement -

33 წლის ორანგუტანი, რომელსაც არგენტინის სასამართლომ პიროვნების ტიტული მიანიჭა ფლორიდაში სახლდება.

“ის თავდაპირველად ძალიან მორცხვი იყო, თუმცა როდესაც მის ახალ სახლში სათამაშოები, საქანელები და მდელოები დაინახა, მან არეალის დათვალიერება დაიწყო. ის აქ საკუთარ ახალ მომვლელებს შეხვდა. ის ახალ კლიმატსა და გარემო პირობებს კარგად ეგუება, ისევე როგორც ცენტრში მცხოვრებ სხვა მაიმუნებს. სანდრა ათწლეულზე მეტია სხვა ორანგუტანებს არ შეხვედრია და ჩვენ მას დანარჩენებს მხოლოდ მაშინ შევახვედრებთ, როცა ის მოისურვებს. აქ სანდრას თავისუფლებას ვუქმნით და ჩვენ ამით მადლიერები ვართ”, — აცხადებს ადამიანის მსგავსი მაიმუნების ცენტრის დირექტორი პატი რაგანი.

მოსამართლე ელენა ლიბერატორმა 2015 წელს განაცხადა, რომ სანდრა ლეგალურად ცხოველი არ არის, ის პიროვნებაა, ოღონდ არა ადამიანი. პიროვნების სტატუსის გამო კი მას გარკვეული უფლებები გაუჩნდა, მაგალითად, უკეთეს გარემო პირობებში ცხოვრების უფლება.

“ამ გადაწყვეტილებით მინდოდა საზოგადოებისთვის რაღაც ახალი მეთქვა, მათთვის შემეტყობინებინა, რომ ცხოველები მგრძნობიარე არსებები არიან და მათი უპირველესი უფლებაა, რომ ჩვენ პატივისცემით ვეპყრობოდეთ”, — განაცხადა მოსამართლემ.

ამ დრომდე, უკეთესი ალტერნატივის არარსებობის გამო, სანდრა არგენტინაში, მოძველებულ ზოოპარკში ცხოვრობდა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიხურა. ახლახან, სექტემბერში ის აშშ-ში გადაიყვანეს და ერთთვიანი კარანტინის შემდეგ ის ახლა უკვე ფლორიდაშია.

ცენტრში სანდრა ცირკებიდან, სასცენო წარმოდგენებიდან და ეგზოტიკური ცხოველების ბაზრობებიდან დახსნილ 21 ორანგუტანს და 31 შიმპანზეს შეუერთდა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news