„ამ წუთის მდგომარეობით, ანიტას ანგარიშზეა თითქმის 230 000 ევრო“ – რას ამბობს ოჯახი კახა კალაძეზე – Primetime.Ge

0
8

ამ წუთის მდგომარეობით, ანიტას ანგარიშზეა თითქმის 230 000 ევრო!, – ამის შესახებ 2 წლის გოგონას ახლობელი, მარიკა ხუციშვილი წერს.

„მერია და უშუალოდ კახი კალაძის წარმომადგენელი დაეკონტაქტა ანიტას დედას და მზად არიან დაგვეხმარონ! რამდენს ჩაგვირიცხავენ არ ვიცით, თუმცა როგორც კი კალკულაცია გვექნება დაგვეხმარებიან და მინდა აღვნიშნო რომ თავად დაგვიკავშირდენენ!,“- წერს მარიკა ხუციშვილი.

იგი ასევე ეხმიანება „პრაიმტაიმში“ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კალკულაციასთან დაკავშირებით.

„რატომ არ გვაქვს აქამდე კალკულაცია? – ავსტრიელებს ვუხსნით, რომ აგერ მთელი ერი, სახელმწიფო, დიდები, პატარები, ემიგრანტები, მთელი ქვეყანა ფეხზე ვდგავართ #ანიტას ❤️სთვის!!! და თურმე ეხლა 1 წელი აქ უნდა იყოთ, რომ დონორის რიგში დაგაყენოთო ( აპარატის ჩადგმა ავტომატურად რიგში ჩადგომას ნიშნავს) ორგანოები ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გვყოფნის და თქვენ ვერ მოგცემთ გულსო!

ვრეკავთ გერმანიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ინდოეთში, იტალიაში, ფინეთში და ესპანეთში… ყველა განიხილავს ანიტას საკითხს, დაგველოდეთ და გადავწყვეტთო. ველოდებით სხვა რა გზა გვაქვს…

თუ ახლომდებარე ევროპის ქვეყანა არ მიგვიღებს მოგვიწევს გარისკვა და ანიტას 10 საათიანი გადაფრენა ინდოეთში სპეციალიზირებული თვითმფრინავით“, – წერს მარიკა ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება – „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება, დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხის გადარიცხვა არ მოხდება, არაფერს უკეთებენ. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.
ანიტას გადასარჩენად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ერთად დგომით უკვე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ და ახლა ანიტას დროა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე