ზუგდიდის პოლიციის უფროსთან და მერთან შეხვედრა ენმ-ს ლიდერებს სურთ – Primetime.Ge

0
12

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერები ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები იმყოფებიან. მათ წუხელ გამართული აქცია შეაფასეს და მომხდარს „ვანდალიზმი“ უწოდეს.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისინი ზუგდიდის პოლიციისგან პასუხს მოითხოვენ, თუ რატომ არ მოახდინეს რეაგირება დანაშაულის შემცველ ფაქტზე. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ისინი ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, იმ საჯარო მოხელეების სიას გადასცემენ, რომლებიც ენმ-ს წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ოფისს კვერცხები, პლასტმასის კასრები, ყავარჯნები და ცოცხები ესროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მინები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: თეა შონია