სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას - ილია მეორე...

საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას – ილია მეორე – Primetime.Ge

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა, რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

„მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას“, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მათი დახმარება სჭირდება.

„მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“, – ბრძანა პატრიარქმა.

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები