კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს - Primetime.Ge

ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს – Primetime.Ge

2019 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფო ორგანოებმა მას უარი უთხრეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარი ნიკოლო ღვინიაშვილმა საიას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დახმარებით (EHRAC) ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 18 ოქტომბერს გაასაჩივრა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი დავობდა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევდა და ამავდროულად მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს მისი პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს უარით ნიკოლო ღვინიაშვილის მიერ საჩივარში მოხმობილი უფლებები.

ამასთან, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს, კონკრეტულად რომელ სამედიცინო პროცედურებს და სამართლებრივ რეგულაციებს ეფუძნებოდა მომჩივნისთვის ბიოლოგიური სქესის ცვლილების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ეროვნული ორგანოების უარი. დამატებით, სახელმწიფოს მოუწევს, უპასუხოს, რამდენად უთანაბრდება ბიოლოგიური სქესის შეცვლის მოთხოვნა „გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების“ მოთხოვნას, რასთან მიმართებითაც, სასამართლომ 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე (A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE) დარღვევა უკვე დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ 12 კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები