კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია “195 $ გადამახდევინეს 9 კგ-იან ფრენკიში და უზრდელურად მოგვემსახურნენ“ - ანიტა რაჭველიშვილი...

“195 $ გადამახდევინეს 9 კგ-იან ფრენკიში და უზრდელურად მოგვემსახურნენ“ – ანიტა რაჭველიშვილი ავიაკომპანიის მენეჯმენტს ეძებს – Primetime.Ge

ცნობილი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მისამართით საყვედურს გამოთქვამს. მისი თქმით, ძაღლში, რომელთან ერთადაც იფრინა, 195 დოლარი გადახდევინეს მაშინ, როდესაც ESA (emotional support animal, Service animal) ცხოველის მგზავრობა უფასოა. 

“თბილისის Turkish Airlines მენეჯმენტს ვინმე იცნობთ? ოფისში გუშინ მენეჯერი იდგა მგონი, მაგრამ არც დაინტერესებულა, რა ხდებოდა მაშინაც კი როდესაც ოფისის თანამშრომელმა ძალიან ხმამაღალი ტონით დაუწყო საუბარი ჩემს მეუღლეს!

შემეხმიანეთ გთხოვთ!

მენეჯერთან მჭირდება დალაპარაკება იმის თაობაზე, რომ ESA (emotional support animal, Service animal) ცხოველი თუ მყავს, შემიძლია გადავიყვანო სალონში 100 კგ-იც რომ იყოს და სხვათა შორის, თანხაც არ უნდა გადაიხადო. 

195 $ გადამახდევინეს 9 კგ-იან ფრენკიში.

კიდევ უკიდურესად უზრდელურად მოგვსახურნენ და არც გააკეთეს თურმე ბოლომდე საქმე. ცხოველები სძულთ სამწუხაროდ და ვერც მალავენ! ამდენი წელის ამ კომპანიით დავფრინავ და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ არაპროფესიონალიზმს ვხედავ. კარგი იქნებოდა ღირსეული ქართული ავიაკომპანია გვქონოდა, სადაც ესმით – რას ნიშნავს ცხოველი რომ გყავს რომელიც ისე გიყვარს რომ ვერასდროს ვერსად ვერ ტოვებ. ფრენკის დატოვება ნიშნავს ფრენკის სიკვდილს იმიტომ, რომ სულ ორჯერ დავტოვეთ რამდენიმე დღით და ლამის მოგვიკვდა!” – წერს ანიტა „ფეისბუქზე“. 

ავტორი: თამარ გონგაძე

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები