91 წლის დეკანოზი ველისციხიდან, რომელიც სამ პატრიარქს მოესწრო – Primetime.Ge

0
15

ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე მიტიჩაშვილი უკვე ნახევარი საუკუნეა მღვდელმსახურია.

91 წლის დეკანოზი ერთადერთი სასულიერო პირია ველისციხეგურჯაანის ეპარქიაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა კათოლიკოსპატრიარქმა, ეფრემ მეორემ აკურთხა. იგი სამ პატრიარქს მოესწრო.

მამა იოანემ ველისციხეში ნანგრევებად ქცეული ტაძარი საკუთარი ხელით აღადგინა. 80-იან წლებში ყოველ შაბათკვირას მეუღლესთან ერთად წირვალოცვას ატარებდა, ტაძარში კი, თითქმის, არავინ დადიოდა.

მისი ძალისხმევით მრევლი წლებთან ერთად მატულობდა. ამის შესახებ ხანდაზმული მოძღვარი „გურჯაანის ტელევიზიასთან“ საუბრობს.

„კაი, მოძღვარი ტკბილი უნდა იყოს, ხალხს ცუდს არ უნდა ეუბნებოდეს“, – ამბობს უხუცესი მღვდელმსახური.