კონგრესმენების კიდევ ერთი წერილი საქართველოს მთავრობას – Primetime.Ge

0
5

აშშ-ის კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა ცნობა, რომ მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

„დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია კონგრესმენის მიერ გავრცელებულ ცნობაში.