ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია დედოფლისწყაროში ნავთობკომპანიიდან დათხოვილი თანამშრომლები 11 თვის ხელფასს ითხოვენ - Primetime.Ge

დედოფლისწყაროში ნავთობკომპანიიდან დათხოვილი თანამშრომლები 11 თვის ხელფასს ითხოვენ – Primetime.Ge

ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა 11 თვის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, დედოფლისწყაროში აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიიდან თანამშრომლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გარკვეულმა ნაწილმა შრომის ანაზღაურების გარეშე მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

„11 თვის განმავლობაში ხელფასი არ მოუციათ. ასე როდემდე უნდა გვემუშავა, არც ვიცით, ვის მოვთხოვოთ პასუხი ყველა თავიდან გვიშორებს. ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილიც მივიდა. მერის განმარტებით, კომპანიის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია.

„აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის სამართლიანი. მათ 11 თვეა არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასი, რაც შრომითი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ჩვენ ამ ადამიანებს გვერდით დავუდგებით“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.

ნავთობკომპანიიდან დათხოვილი თანამშრომლები ბოლო სამი თვეა კუთვნილ ხელფასს ინტენსიურად ითხოვენ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები