14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ავსტრალიაში “მოსიარულე” ზვიგენების კიდევ 4 სახეობა აღმოაჩინეს

- Advertisement -
- Advertisement -

ზვიგენები თავიანთი დიდი კბილებით და გიგანტური სილუეტებით ხშირად საშიშად გამოიყურებიან. ამიტომ ბევრისთვის მოსიარულე ზვიგენი შეიძლება კოშმარივით ჟღერდეს. თუმცა მეცნიერებისთვის “მოსიარულე ზვიგენი” გასაოცარი აღმოჩენა უფროა, ვიდრე სისხლსმოწყურებული მტაცებელი.

საშუალოდ მათი ზომა სიგრძეში 1 მეტრს აღემატება და ისინი საკმაოდ საყვარლადაც გამოიყურებიან. როგორც ჩანს, “მოსიარულე” ზვიგენი საკმაოდ ახალგაზრდა სახეობაა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ აღმოცენდა. ეს შეიძლება დიდი დრო გეგონოთ, მაგრამ ევოლუციური გადმოსახედიდან ეს რეალურად ძალიან მცირე პერიოდია.

“ძველი ზვიგენი”, როგორც სახეობა, წყლის სხვა ხერხემლიან ბინადრებს დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ გამოეყო. დღევანდელი ზვიგენები წინაპრებისგან დიდად არ განსხვავდებიან. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მიიჩნევდნენ რომ ამ ჯგუფში შემავალი სახეობები ევოლუციას ძალიან ნელა განიცდიან.

სწრაფი ცვალებადობა სახეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. რაც უფრო მრავალფეროვანია სახეობა და რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს მათი განვითარება, მისი [სახეობის] გადარჩენა უფრო ალბათურია. თუმცა, ზვიგენები ამ გავრცელებულ პრინციპს არღვევენ.

მოსიარულე ზვიგენი (hemiscyllium michaeli)

ფოტო: CONSERVATION INTERNATIONAL

დღეს ზვიგენის ათასზე მეტი სახეობაა და უმეტესობას გადაშენება კიდევ დიდ ხანს არ ემუქრება. ახალი მოსიარული ზვიგენები კი “ნელი ევოლუციის” მითსაც აქარწყლებენ.

მოსიარულე ზვიგენები უნიკალურნი არიან, რადგან ბევრი სხვა საკუთარი ოჯახის წარმომადგენელისგან განსხვავებით, ისინი ღრმა წყლების ნაცვლად, მეჩხერ ადგილებში ბინადრობენ და ფარფლებს ფსკერზე ან მარჯნის რიფებზე გადასაადგილებლად იყენებენ.

[embedded content]

“როცა დაბალი ტალღებია, ისინი [მოსიარულე ზვიგენები] რიფის საუკეთესო მტაცებლები ხდებიან”, — ამბობს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი ქრისტინ დუდჯონი.

გარდა იმისა, რომ ახლადაღმოჩენილი ზვიგენები ფარფლებს სიარულისთვის იყენებენ, მათ სხვა ზვიგენებისთვის იშვიათი ჩვევაც ახასიათიათებთ.

ბევრი ზვიგენისგან განსხვავებით, ეს კონკრეტული სახეობა კვერცხებს რიფებში დებს. გამოჩეკვის მერე კი ისინი თავიანთ საცხოვრებელთან ახლოს რჩებიან. ამიტომ, საკმაოდ ჰომოგენურებიც არიან. სხვა ზვიგენები დაბადების ადგილს ხშირად დიდი მანძილით შორდებიან.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news